კალათა

თქვენი კალათა ცარიელია!

მაღაზიაში დაბრუნება

კალათა

თქვენი კალათა ცარიელია!

მაღაზიაში დაბრუნება
ფასდაკლება!

ჩინური მწვანე ჩაი პიტნით და ლიმონით

Original price was: 25.00₾.Current price is: 15.00₾.

ჩინური მწვანე ჩაი – მსუბუქი და გამაგრილებელი პიტნის და ლომონის ჩინური ჩაის გემო მოგანიჭებთ თქვენ კომფორტის და სიმშვიდის შეგრძნებას. თითოეული ყლუპი ეტაპობრივად ხსნის მრავალმხრივ კუპაჟს და ახლებურად დაგანახებთ ჩაის ცერემონიისგან მიღებულ სიამოვნებას.
» ჩაი გამდიდრებულია სუპერფუდებით – ჩაგა და გოჯი კენკრა.

 

● პრეზენტაცია *PDF* « გახსნა »

 

● ყუთში არის 40 პაკეტი – თითოეული 2 გრ

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

ჩინური მწვანე ჩაი – ყოველდღიური ჩაის ხაზი Enerwood – თქვენი პირადი გზამკვლევი ჰარმონიის, კომფორტის და ოცნებების სამყაროში. ჩაის თითოეული კომპონენტი პროფესიონალურად არის შერჩეული საუკეთესო პლანტაციებზე, სათუთად არის დამუშავებული და შეგროვებულია უნიკალურ საავტორო კუპაჟში. ყველაფერი იმისთვის, რომ გაჩვენოთ თქვენ საყვარელი ჩაის ნამდვილი და ღრმა გემო.

საავტორო კუპაჟები

თითოეული კომპონენტი ექსკლუზიურად და პროფესიონალურად არის შერჩეული, რათა მოგცეთ ნამდვილი ჩაის ღრმა, მრავალმხრივი და მდიდარი გემო.

მაღალი ხარისხი

კუპაჟში გამოიყენება ახალი მოსავლის ხარისხიანი კომპონენტები, რომლებიც შეგროვებულია შემოწმებულ პლანტაციებზე და გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს.

პაკეტები მიკროპლასტმასის გარეშე

ჩვენი ჩაის ფილტრ-პაკეტები მზადდება სპეციალური ქაღალდისგან და აბაკუსის ბოჭკოსგან, წებოს გამოყენების გარეშე. ადუღებულ წყალთან შეხებისას არ გამოყოფს ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს.

სუპერფუდები თქვენი ჯანმრთელობისთვის:
ჩაგა

სოკო, რომელიც «ცხოვრობს» არყის ხეზე და რომელსაც «უზიარებს» საკუთარ სასარგებლო თვისებებს. ჩაგა შეიცავს მთელ რიგ ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს (სილიციუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, ნატრიუმი, კალიუმი, მანგანუმი) და ასევე ამინომჟავებს, ფიტოესტროგენებს და ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა პტერინი. ჩაგა ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს დაბერების პროცესების შენელებას.

გოჯის კენრა

კენკრა, რომლის გამოყენებაც ბუდისტმა ბერებმა 2 000 წლის წინ სიცოცხლის გახანგრძლივების და სასიცოცხლო ენერგიის მომატების მიზნით დაიწყეს. მათ შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, B ჯგუფის ვიტამინები და ბევრი მინერალი (ფოსფორი, თუთია, კალციუმი, რკინა და ა.შ.). გოჯის კენკრა – 100 პროცენტით ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ამ კენკრაში C ვიტამინის რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. ამას გარდა ისინი აღიარებულია, როგორც კარგი დამხმარე წონის კლების დროს.

ყველა ფორმულა არის კომპანია NLSTORE – ის მიერ შემუშავებული.

შემადგენლობა:

ჩინური გრძელ-ფოთლოვანი მწვანე ჩაი, დაჭრილი პიტნის ფოთოლი, ლიმონის ცედრა, დაჭრილი გვირილის ყვავილი, დაქუცმაცებული ვარდის ნაყოფი, ჩაგა, გოჯი კენკრა, ლიმონის არომატიზატორი.

ჩინური მწვანე ჩაი

რბილი და ნაზი არომატი ღია მწვანე ელფერით.

პიტნა და გვირილა

აძლევს სასიამოვნო გამაგრილებელ გემოს და არომატს. ხელს გიწყობთ განეწყოთ მოდუნებისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.

ლიმონის ცედრა

მატებს მსუბუქ ციტრუსის არომატს. კარგად აცოცხლებენ და ეხმარებიან გაუმკლავდეთ დაღლილობის შეგრძნებას.

ვარდი

გამორჩეული და ოდნავ მომჟავო გემო, რომელიც გამდიდრებულია თქვენი იმუნიტეტისთვის შეუცვლელი სასარბებლო ინგრედიენტებით.

გამოყენება:

» ჩაის პაკეტს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი (80 – 90 °С), დააყენეთ 3 – 5 წუთი.

კატეგორია:

კალათა

თქვენი კალათა ცარიელია!

მაღაზიაში დაბრუნება