Collagen Peptides – ალუბლის არომატით
Original price was: 120.00₾.60.00₾Current price is: 60.00₾.
Collagen Peptides – კოლაგენის ინოვაციური ფორმულა პეპტიდებით. ნახშირწყლების დაბალი შემცველობა ოპტიმალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ეფექტურ შეწოვას და მაღალ ბიოშეღწევადობას. პროდუქტს აქვს მწიფე ალუბლის მჟავე გემო.
მაქსიმალური ეფექტისთვის დღიური დოზა (2 პორცია) ორგანიზმს აწვდის:
➔ კოლაგენის პეპტიდებს – 10 000 მგ
➔ C ვიტამინი – 60 მგ
➔ გლიცინი – 1,8 გ
➔ პროლინი – 1,0 გ.
● ყუთში არის 20 პაკეტი – თითოეული 9,5 გრამი
Collagen Peptides – სილამაზისა და ჯანმრთელობის ფორმულა
კოლაგენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცილაა, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის, კანის, კუნთების, იოგებისა და მყესების მთავარ „სამშენებლო მასალას“ წარმოადგენს. ასაკთან ერთად, ორგანიზმში კოლაგენის ბუნებრივი სინთეზი მცირდება, რის შედეგადაც კანი კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაადრევი მიმიკური ნაოჭები და იკლებს სახსრების მოძრაობის უნარი. სწორედ ამიტომ, კოლაგენის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის რესურსების აღსადგენად და სილამაზისა თუ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
Collagen Peptides-ის წარმოებისას გამოიყენება საქონლის კოლაგენი, რომელიც დაშლილია ამინომჟავების მაღალი შემცველობის მქონე პეპტიდებად. ფორმულა გაძლიერებულია C ვიტამინის ორი აქტიური ფორმითა და პროკერატინული კომპლექსით.
სასარგებლოა, რადგან ის უზრუნველყოფს:
➔ მაღალი ბიოშეღწევადობა: პეპტიდური კოლაგენის ჰიდროლიზატის დაახლოებით 95% მეტაბოლიზმში ერთვება მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.
➔ ეფექტური ათვისება: კოლაგენის პეპტიდები, რომლებიც რამდენიმე ამინომჟავისგან შედგება, სწრაფად შეიწოვება ნაწლავების მიერ, რაც ზრდის ამინომჟავების მიწოდების დონეს.
➔ კომპლექსური მოქმედება: პროკერატინული კომპლექსი ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების ელასტიურობისა და სიმკვრივის ამაღლებას.
➔ ანტიოქსიდანტური ეფექტი: C ვიტამინის გაძლიერებული ფორმულა ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას.
➔ ზრუნვა სხეულზე: ნატურალური დამატკბობლები უზრუნველყოფენ ნახშირწყლებისა და კალორიების დაბალ შემცველობას, რაც პროდუქტს სასიამოვნო გემოსთან ერთად დიეტურსაც ხდის.
შემადგენლობა:
კოლაგენის პეპტიდები, პოლიდექსტროზა (სტაბილიზატორი), ალუბლის წვენის ფხვნილი (მალტოდექსტრინი, ალუბლის წვენი, არომატიზატორი), წითელი ჭარხლის ექსტრაქტი (მალტოდექსტრინი, წითელი ჭარხლის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი)), არომატიზატორები, მეთილსულფონილმეთანი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), L-ცისტეინი, L-კალციუმის ასკორბატი, L-ასკორბინის მჟავა, სუკრალოზა (დამატკბობელი).
დღეში 2 პორციის მიღება უზრუნველყოფს: 100 % რ.დ.დ.* ვიტამინი С (60 მგ), 52 % მ.ა.დ.** გლიცინი (1,8 გრ), 22 % მ.ა.დ.** პროლინი (1,0 გრ).
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები : წონა, გრ : % რ.დ.დ.*
» C ვიტამინი : 60 მგ : 100%
» გლიცინი : 1,8 გრ : 52%
» პროლინი : 1 გრ : 22%
* რ.დ.დ. (რეკომენდირებული დღიური დოზა)
** მ.ა.დ. (მოხმარების ადეკვატური დონე)
კვებითი ღირებულება 1 პორციაზე (9,5გრ): ცილები – 4,5გრ, ცხიმები – 0,1გრ, ნახშირწყლები – 0,5გრ, საკვები ბოჭკოვანი – 2,5გრ, ენერგეტიკული ღირებულება – 30კკალ / 120კჯ.
გამოყენება:
» Collagen Peptides – მოზრდილებმა მიიღეთ 1 – 2 სტიკი დღეში ჭამის დროს, 1 სტიკი გააზავეთ ოთახის ტემპერატურის 100 მლ წყალში მიირთვით მომზადებისთანავე. მიღების ხანგრძლივობა – 10 – 20 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიღების გაგრძელება ან განახლება.
» უკუჩვენება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში! ინდივიდუალურ კომპონენტებთან შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება რეკომენდირებული არ არის.
» გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.







