Cart

Your Cart is Empty

RETURN TO STORE

Cart

Your Cart is Empty

RETURN TO STORE
ფასდაკლება!

ცეილონის შავი ჩაი

Original price was: 25.00₾.Current price is: 15.00₾.

ცეილონის შავი ჩაი – მდიდარი მძაფრი გემო ყველასთვის, ვინც აფასებს ხარისხიან კლასიკას. სირბილის და გემოს სიღრმის გამოზომილი ბალანსი, თაფლის გამოხატული ელემენტებით – ჩაის ხარისხის სავიზიტო ბარათია.
» ჩაი გამდიდრებულია სუპერფუდებით – ჩაგა და გოჯი კენკრა.

 

● პრეზენტაცია *PDF* « გახსნა »

 

● ყუთში არის 40 პაკეტი – თითოეული 2 გრ

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

ცეილონის შავი ჩაი – ყოველდღიური ჩაის ხაზი Enerwood – თქვენი პირადი გზამკვლევი ჰარმონიის, კომფორტის და ოცნებების სამყაროში. ჩაის თითოეული კომპონენტი პროფესიონალურად არის შერჩეული საუკეთესო პლანტაციებზე, სათუთად არის დამუშავებული და შეგროვებულია უნიკალურ საავტორო კუპაჟში. ყველაფერი იმისთვის, რომ გაჩვენოთ თქვენ საყვარელი ჩაის ნამდვილი და ღრმა გემო.

სუფთა გემო

ჩაიში Deep Black დამატებულია მხოლოდ ის სუპერფუდები, რომლებიც ხელს არ უშლის ცეილონის ჩაის ძირითად მდიდარ გემოს.

მაღალი ხარისხი

კუპაჟში გამოიყენება ახალი მოსავლის ხარისხიანი კომპონენტები, რომლებიც შეგროვებულია შემოწმებულ პლანტაციებზე და გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს.

პაკეტები მიკროპლასტმასის გარეშე

ჩვენი ჩაის ფილტრ-პაკეტები მზადდება სპეციალური ქაღალდისგან და აბაკუსის ბოჭკოსგან, წებოს გამოყენების გარეშე. ადუღებულ წყალთან შეხებისას არ გამოყოფს ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს.

სუპერფუდები თქვენი ჯანმრთელობისთვის:
ჩაგა

სოკო, რომელიც «ცხოვრობს» არყის ხეზე და რომელსაც «უზიარებს» საკუთარ სასარგებლო თვისებებს. ჩაგა შეიცავს მთელ რიგ ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს (სილიციუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, ნატრიუმი, კალიუმი, მანგანუმი) და ასევე ამინომჟავებს, ფიტოესტროგენებს და ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა პტერინი. ჩაგა ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს დაბერების პროცესების შენელებას.

გოჯის კენრა

კენკრა, რომლის გამოყენებაც ბუდისტმა ბერებმა 2 000 წლის წინ სიცოცხლის გახანგრძლივების და სასიცოცხლო ენერგიის მომატების მიზნით დაიწყეს. მათ შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, B ჯგუფის ვიტამინები და ბევრი მინერალი (ფოსფორი, თუთია, კალციუმი, რკინა და ა.შ.). გოჯის კენკრა – 100 პროცენტით ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ამ კენკრაში C ვიტამინის რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. ამას გარდა ისინი აღიარებულია, როგორც კარგი დამხმარე წონის კლების დროს.

ყველა ფორმულა არის კომპანია NL STORE – ის მიერ შემუშავებული.

შემადგენლობა:

ცეილონის შავი ჩაი, ჩაგა, გოჯის კენკრა

ცეილონის შავი ჩაი

ნამდვილი კლასიკა შავი ცეილონის ჩაის გემოს მოყვალურებისთვის. ცეილონის შავი ჩაი თვითონაც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც სუპერფუდებთან ერთად კიდევ უფრო კარგ ანტი-ეიჯინგ ეფექტს იძლევა. გარდა ამისა, ცეილონის შავი ჩაი იძლევა ენერგიისა და კუნთების მოდუნების შეგრძნებას.

გამოყენება:

» წითელი ჩაი ჟოლოთი და ვარდით – ჩაის პაკეტს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი (80 – 90 °С), დააყენეთ 3 – 5 წუთი.

Cart

Your Cart is Empty

RETURN TO STORE