Cart

Your Cart is Empty

RETURN TO STORE

Cart

Your Cart is Empty

RETURN TO STORE
ფასდაკლება!

ინდური შავი ჩაი სურნელოვანი ბალახებით

Original price was: 25.00₾.Current price is: 15.00₾.

ინდური შავი ჩაის მდიდარი გემო შესანიშნავი კუპაჟით, რომელიც შედგება მოცხარი, პიტნა, ბარამბო და თიამისგან, ქმნის იდეალურ ატმოსფეროს იმისთვის, რომ დატკბეთ მომენტით.
» ჩაი გამდიდრებულია სუპერფუდებით – ჩაგა და გოჯი კენკრა.

 

● პრეზენტაცია *PDF* « გახსნა »

 

● ყუთში არის 40 პაკეტი – თითოეული 2 გრ

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

ინდური შავი ჩაი სურნელოვანი ბალახებით – ჩაის ხაზი Enerwood – თქვენი პირადი გზამკვლევი ჰარმონიის, კომფორტის და ოცნებების სამყაროში. ჩაის თითოეული კომპონენტი პროფესიონალურად არის შერჩეული საუკეთესო პლანტაციებზე, სათუთად არის დამუშავებული და შეგროვებულია უნიკალურ საავტორო კუპაჟში. ყველაფერი იმისთვის, რომ გაჩვენოთ თქვენ საყვარელი ჩაის ნამდვილი და ღრმა გემო.

საავტორო კუპაჟები:

თითოეული კომპონენტი ექსკლუზიურად და პროფესიონალურად არის შერჩეული, რათა მოგცეთ ნამდვილი ჩაის ღრმა, მრავალმხრივი და მდიდარი გემო.

მაღალი ხარისხი:

კუპაჟში გამოიყენება ახალი მოსავლის ხარისხიანი კომპონენტები, რომლებიც შეგროვებულია შემოწმებულ პლანტაციებზე და გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს.

პაკეტები მიკროპლასტმასის გარეშე:

ჩვენი ჩაის ფილტრ-პაკეტები მზადდება სპეციალური ქაღალდისგან და აბაკუსის ბოჭკოსგან, წებოს გამოყენების გარეშე. ადუღებულ წყალთან შეხებისას არ გამოყოფს ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს.

სუპერფუდები თქვენი ჯანმრთელობისთვის:
ჩაგა

სოკო, რომელიც «ცხოვრობს» არყის ხეზე და რომელსაც « უზიარებს » საკუთარ სასარგებლო თვისებებს. ჩაგა შეიცავს მთელ რიგ ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს (სილიციუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, ნატრიუმი, კალიუმი, მანგანუმი) და ასევე ამინომჟავებს, ფიტოესტროგენებს და ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა პტერინი. ჩაგა ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს დაბერების პროცესების შენელებას.

გოჯის კენკრა

კენკრა, რომლის გამოყენებაც ბუდისტმა ბერებმა 2 000 წლის წინ სიცოცხლის გახანგრძლივების და სასიცოცხლო ენერგიის მომატების მიზნით დაიწყეს. მათ შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, B ჯგუფის ვიტამინები და ბევრი მინერალი (ფოსფორი, თუთია, კალციუმი, რკინა და ა.შ.). გოჯის კენკრა – 100 პროცენტით ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ამ კენკრაში C ვიტამინის რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. ამას გარდა ისინი აღიარებულია, როგორც კარგი დამხმარე წონის კლების დროს.

ყველა ფორმულა არის კომპანია NLSTORE – ის მიერ შემუშავებული.

შემადგენლობა:

შავი ინდური ჩაი, ჩაგა, გოჯის კენკრა, დაჭრილი პიტნის ფოთოლი, დაჭრილი ბარამბოს ფოთოლი, წვრილად დაჭრილი თიამი, დაქუცმაცებული სუბლომირებული მოცხარი, დაჭრილი მოცხარის ფოთლები, მოცხარის არომატიზატორი.

შავი ინდური ბაიხოს ჩაი

მდიდარი და საკმაოდ მძაფრი გემო ლამაზი ქარვისფერი ელფერით.

პიტნა და ბარამბო

აძლევს სასიამოვნო გამაგრილებელ გემოს და არომატს. ხელს გიწყობთ განეწყოთ მოდუნებისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.

თაიმი

ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების საწყობი სასიამოვნო არომატით. დილით დაგეხმარებათ აავსოთ ორგანიზმი ენერგიით და გამხნევდეთ, საღამოს – მოგიხსნათ დაღლილობა და დაძაბულობა.

მოცხარი

სასმელს ანიჭებს კენკრის გამოხატულ არომატს და მჟავიანობას. მოცხარის ფოთლები შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენს იმუნურ სისტემას.

გამოყენება:

» ჩაის პაკეტს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი (80 – 90 °С), დააყენეთ 3 – 5 წუთი.

Cart

Your Cart is Empty

RETURN TO STORE