00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
ფასდაკლება!

Smart Cake – მატჩას მწვანე ჩაის და ჯინჯერის კექსი

18.40 12.40

საყვარელი კექსის განუმეორებელი გემო. სახლში გამომცხვარი კექსი, რომლის მომზადებასაც მხოლოდ 1 წუთი ჭირდება! ეხლა თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ კარგ ფიგურასა და გემრიელ დესერტს შორის, რადგანაც Smart Cake თითოეულ კექსში – განუმეორებელი გემო და გამოზომილი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლებია და ეს ყველაფერი გაძლიერებულია სუპერფუდებით.

 

რბილი, ჰაეროვანი და არომატული კექსი ჯინჯერით და მატჩათი, ხელს უწყობს ნივთიერებათა მიმოცვლის დაჩქარებას, ის იდეალურად შეავსებს თქვენ ყავის-შესვენებას.

 

Smart Cake – ეს არის:
» სასარგებლო დესერტი პროტეინის კომპლექსით.
» მზადდება 1 წუთში.
» კალორიების და გემოს იდეალური ბალანსი.
» ტვინის მუშაობისათვის და კარგი მეხსიერებისათვის, კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზისათვის აუცილებელი სასარგებლო ცხიმები.

 

● ყუთში არის 3 პაკეტი – თითოეული 30 გრამი

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

Smart Cake – დესერტი, რომელსაც ასე ელოდით! ჯინჯერის მკვეთრი არომატით და მატჩას ჩაის მოტკბო გემოთი, რომელიც ასევე ჩაის მწვანე ელფერს სძენს. დესერტის ჰაეროვანი კონსისტენცია, აუცილებლად ყველაზე გამორჩეულ ტკბილეულის მოყვარულსაც კი მოეწონება!

Smart Cake – დესერტი, რომელიც ძალიან სწრაფად, მხოლოდ 1 წუთში მზადდება. დესერტის თითოეულ ნაჭერში – არის კალორიების და გემოს იდეალური ბალანსი: სულ 110 კკალ ერთ პორციაში! იდეალური ვარიანტი მათთვის ვისაც სურს დაწიოს სხეულის მასა ან კომფორტულად შეინარჩუნოს ოპტიმალური წონა.

ვისთვის არის?
➔ მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
➔ ვისაც გემრიელი და სასარგებლო ხემსის მომზადების დრო არ აქვს.
➔ ვინც სწორ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს.
➔ ვისაც დესერტზე უარის თქმა არ შეუძლია.

შემადგენლობა: Protein Complex (რძის ცილის კონცენტრატი, შრატის ცილის კონცენტრატი, კვერცხის მშრალი ფხვნილი), Carbo Complex (მალტოდექსტრინი, ინულინი), ჯინჯერის ცუკატი (ჯინჯერი, შაქარი, გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი), ქოქოსის ზეთი, შვრიის ფანტელები, საფუარი (ნატრიუმის დიჰიდროგენ პიროფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბიკარბონატი), მატჩას მწვანე ჩაი, არომატიზატორები, ემულგატორები (გლიცერინის და რძემჟავა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები, პოლიგლიცერინის და ცხიმოვანი მჟავების ეთერები, ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები, პოლიოქსიეთილენი (20) სორბიტანის მონოოლეატი), გლუკოზის სიროფი, რძის ცილა, დამატკბობლები (ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინატი).
წარმოებაში გამოიყენება ნიახური, სეზამის თესლი, სოიო და მათი პროდუქტები.

უპირატესობა:
» Protein Complex – ცვლადი და უცვლელი ამინომჟავების წყარო, რომელიც იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
» Carbo Complex – ენერგიის აღსადგენად და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულობის შეგრძნებისათვის.
» ქოქოსის რძე – კალორიების დეფიციტის დიეტისას ყველაზე სასარგებლო რძე, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას და განყწობის გაუმჯობესებას. ინარჩუნებს კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზეს.
» მატჩას მწვანე ჩაი – ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. მდიდარია თანინით, ბუნებრივი ანტიდეპრესანტით. შემადგენლობაში შემავალი კატეხინები ცნობილია ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით, ებრძვიან ნაადრევ დაბერებას.
» ჯინჯერი – ცნობილია თავისი იმუნური სისტემის გაძლიერების უნარით, ხელს უწყობს ორგანიზმს საკვების მონელების ნორმალიზებაში. ჯინჯეროლი, რომელსაც შეიცავს ჯინჯერი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასევე აქვს სხვა დადებითი თვისებები.

გამოყენება:
საცხობ ფორმაში ჩაასხით 2 ჩაის კოვზი (20 მლ) ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი, დაამატეთ ერთი ულუფა მშრალი პროდუქტი (30 გრ) და კარგად მოურიეთ. შედგით ფორმა მიკროტალღოვან ღუმელში, დააყენეთ საშუალო სიმძლავრე (420–450 ვტ) 1–2 წუთზე. (60–120 წამი). გამომცხვარი კექსი ოდნავ გააცივეთ და გადმოიღეთ ფორმიდან. მიიღეთ დამზადებისთანავე.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Smart Cake – მატჩას მწვანე ჩაის და ჯინჯერის კექსი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.