ფასდაკლება!

Smart Cake – შოკოლადის კექსი

12.40

საყვარელი კექსის განუმეორებელი გემო. სახლში გამომცხვარი კექსი, რომლის მომზადებასაც მხოლოდ 1 წუთი ჭირდება! ეხლა თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ კარგ ფიგურასა და გემრიელ დესერტს შორის, რადგანაც Smart Cake თითოეულ კექსში – განუმეორებელი გემო და გამოზომილი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლებია და ეს ყველაფერი გაძლიერებულია სუპერფუდებით.

 

რბილი, ჰაეროვანი და რაც მთავარია, შოკოლადის გამორჩეული გემოს სასარგებლო კექსი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ის იდეალურად შეავსებს თქვენ ყავის-შესვენებას.

 

Smart Cake – ეს არის:
» სასარგებლო დესერტი პროტეინის კომპლექსით.
» მზადდება 1 წუთში.
» კალორიების და გემოს იდეალური ბალანსი.
» ტვინის მუშაობისათვის და კარგი მეხსიერებისათვის, კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზისათვის აუცილებელი სასარგებლო ცხიმები.

 

● ყუთში არის 3 პაკეტი – თითოეული 30 გრამი

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

Smart Cake – დესერტი, რომელსაც ასე ელოდით! შავი შოკოლადის გემო და ჰაეროვანი ბისკვიტის ნაზავი – კლასიკური ტკბილეულის მოყვარულებისათვის ნამდვილი სიამოვნება. კაკაოს არომატი მოგგვრით ენერგიას და გააქრობს ტკბილეულის მოთხოვნილებას!

Smart Cake – დესერტი, რომელიც ძალიან სწრაფად, მხოლოდ 1 წუთში მზადდება. დესერტის თითოეულ ნაჭერში – არის კალორიების და გემოს იდეალური ბალანსი: სულ 150 კკალ ერთ პორციაში! იდეალური ვარიანტი მათთვის ვისაც სურს დაწიოს სხეულის მასა ან კომფორტულად შეინარჩუნოს ოპტიმალური წონა.

ვისთვის არის?
➔ მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
➔ ვისაც გემრიელი და სასარგებლო ხემსის მომზადების დრო არ აქვს.
➔ ვინც სწორ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს.
➔ ვისაც დესერტზე უარის თქმა არ შეუძლია.

შემადგენლობა: შავი შოკოლადი (შაქარი, კაკაო, კაკაოს ფხვნილი ცხიმის შემცირებული რაოდენობით), Carbo Complex (მალტოდექსტინი, ინულინი), Protein Complex (რძის ცილის კონცენტრატი, კვერცხის მშრალი ცილა, შრატის ცილის კონცენტრატი, კვერცხის ფხვნილი), ქოქოსის ზეთი, საფუარი (ნატრიუმის დიჰიდროგენ პიროფოსფატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტრიკალციუმის ფოსფატი), კაკაოს ფხვნილი, ემულგატორები (გლიცერინი ეთერები, რძემჟავის და ცხიმოვანი მჟავების ეთერები, პოლიგლიცერინის და ცხიმოვანი მჟავების ეთერები, პოლიოქსიეტილელის (20) სორბიტანის მონოლეატი), გლუკოზის სიროფი, რძის ცილა, არომატიზატორები, დამატკბობლები (ნატრიუმის ციკლატი, ნატრიუმის საქარინატი).
წარმოებაში გამოიყენება ნიახური, სეზამის თესლი, სოიო და მათი პროდუქტები.

უპირატესობა:
» Protein Complex – ცვლადი და უცვლელი ამინომჟავების წყარო, რომელიც იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
» Carbo Complex – ენერგიის აღსადგენად და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულობის შეგრძნებისათვის.
» ქოქოსის რძე – კალორიების დეფიციტის დიეტისას ყველაზე სასარგებლო რძე, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას და განყწობის გაუმჯობესებას. ინარჩუნებს კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზეს.
» შავი შოკოლადი – ეს არ არის მხოლოდ ტკბილეული: მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ასევე შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც აუცილებელია სეროტონინის გამოსამუშავებლად (ბედნიერების ჰორმონი).
» კაკაო – მის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლი აუმჯობესებს მეხსიერებას, ახდენს ტვინის მუშაობის სტიმულირებას. კაკაოს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება და აუმჯობესებს განწყობას.

გამოყენება:
საცხობ ფორმაში ჩაასხით 2 ჩაის კოვზი (20 მლ) ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი, დაამატეთ ერთი ულუფა მშრალი პროდუქტი (30 გრ) და კარგად მოურიეთ. შედგით ფორმა მიკროტალღოვან ღუმელში, დააყენეთ საშუალო სიმძლავრე (420–450 ვტ) 1–2 წუთზე. (60–120 წამი). გამომცხვარი კექსი ოდნავ გააცივეთ და გადმოიღეთ ფორმიდან. მიიღეთ დამზადებისთანავე.