00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
ფასდაკლება!

Smart Bread

12.40

პური იტალიური ბოსტნეულით
Smart Bread – სასარგებლო პური პროტეინის კომპლექსით. დაგანაყრებთ სწრაფად და დიდი ხნით. არომატული ცომეული ფაფუკი კონსისტენციით: შეგიძლიათ მიირთვათ და არ ინერვიულოთ ფიგურაზე. თითოეული ნაჭერში – კალორიების და გემოს ოპტიმალური ბალანსი: სულ 110 კკალ ერთ ულუფაზე! Smart Bread – არ არის მხოლოდ პური, არამედ «ჭკვიანი» პური! იდეალური დანამატია ED Smart წვნიანებისათვის.

 

Smart Bread – ეს არი:
» სუპერფუდები, რომლებიც ორგანიზმს ენერგიას აძლევენ.
» გემრიელი ცომეული, რომელიც 1 წუთში მზადდება!
» ცილის მაღალი შემცველობა დანაყრებულობის შეგრძნებისთვის.
» ჯანმრთელი ცხიმები სხეულის სილამაზისა და გონებრივი შრომისუნარიანობისათვის.
» ყოველთვის ახალი და არომატული პური, როგორც საცხობიდან.

 

● High Protein

 

● ყუთში არის 3 პაკეტი – თითოეული 30 გრამი

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

რბილი, ჰაეროვანი წიწიბურას პური კინოას, ჩიას და სელის მარცვლებით თქვენი სადილის იდეალური ნაწილი გახდება. გირჩევთ დააგემოვნოთ ED Smart წვნიანთან ერთად.

Smart Bread — მარტივი და მოსახერხებელი, მზადდება 1 წუთში. საუკეთესო არჩევანი მათთვის ვისაც სურს შეამციროს სხეულის წონა და შეინარჩუნოს ოპტიმალური ფორმა.

ვისთვის არის?
➔ მათთვის, ვინც უფრთხილდება ფიგურას.
➔ ვისაც სადილის მომზადების დრო არ აქვს და სწრაფად წახემსება სურს.
➔ ვინც აფასებს კარგ ცომეულს.
➔ ვინც ყურადღებას აქცევს სწორად კვებას.

შემადგენლობა: Protein Complex (შრატის ცილის კონცენტრატი, რძის ცილის კონცენტრატი, კვერცხის თეთრი ფხვნილი), SF Complex (წიწიბურას ფანტელები, მთელი მარცვლეულის წიწიბურას ფქვილი, შვრიის ფანტელები, ქერის ფანტელები, პომიდვრის ფანტელები (პომიდორი, გლუკოზის სიროფი, სიმინდის სახამებელი), ტკბილი წიწაკა, ტკბილი წითელი წიწაკის ფანტელები (ტკბილი წითელი წიწაკა, სიმინდის სახამებელი, სოიოს ლეციტინი (ემულგატორი)), ბაზილიკი, მარჯორამი, თიამი, ქონდარი, როზმარინი, ორეგანო, მწვანე ხახვი), Carbo Complex (ინულინი, მალტოდექსტრინი), დეზინტეგრატორები (ნატრიუმის დიჰიდროფიროფოსფატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტრიკალციუმის ფოსფატი), ქოქოსის ზეთი, ფერმენტირებული ჭვავის ფქვილი, საკვები მარილი, არომატიზატორები, საღებავები (შაქრის ფერი, ბეტა-კაროტინი), გლუკოზის სიროფი, რძის ცილა, ემულგატორები (ესერები) და რძემჟავა და ცხიმოვანი მჟავები, ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები), ანტიოქსიდანტები (rapeseed lecithin, alpha-tocopherol, ascorbyl palmitate, citric acid).

უპირატესობა:
» Protein Complex – ცვლადი და შეუცვლელი ამინომჟავების წყარო იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ორგანიზმის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
» Carbo Complex – ენერგიის შევსებისა და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულობის შეგრძნებისთვის.
» ქოქოსის ზეთი – კალორიების დეფიციტის დიეტისას ყველაზე სასარგებლო ზეთი, ის ადვილად შეიწოვება ორგანიზმში და არ გროვდება ცხიმების საცავებში. ხელს განწყობის გაუმჯობესებას. ინარჩუნებს კანის, ფრჩხილების და თმის სილამაზეს.
» მთელი მარცვლეულის წიწიბურას ფქვილი – ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის განმტკიცებას, მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და საკვების ათვისებას.
» რეჰანი, მარჯორამი, თიამი, ქონდარი, როზმარინი, ორეგანო — პროვანული მწვანილი არა მხოლოდ სუნელს მატებს კერძს, არამედ აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, გამაძლიერებელი თვისებები, ხელს უწყობს ორგანიზმში აუცილებელი ნივთიერებების ბალანსის შევსებას.
» პომიდორი, ტკბილი წიწაკა – მდიდარია მიკროელემენტებით, C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოყენება:
საცხობ ფორმაში ჩაასხით 3 სუფრის კოვზი (30 მლ) ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი, დაამატეთ ერთი ულუფა (30 გრ) მშრალი პროდუქტი და სწრაფად მოურიეთ სრულ გახსნამდე. მოათაფსეთ ფორმა მიკროტალღურ ღუმელში, სიმძლავრე დააყენეთ საშუალო ნიშნულზე და გააჩერეთ 1 წუთი. დაელოდეთ ოდნავ გაციებას და გამოიღეთ, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან დანის ან კოვზის დახმარებით. მიირთვით.