00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
ფასდაკლება!

ფიტოჩაი Atlantea

17.00

სახსრების გასაძლიერებელი ჩაი
მცენარეების კომპოზიცია გაერთიანებული Atlantea ჩაიში, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, გამორიცხავს სახსრების ქსოვილებში მარილების დაგროვებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აქტივობას. მსგავსი სასმელებისთვის იდეალური ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს.

● ყუთში არის 20 პირამიდა – თითოეული 2 გრამი

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

ბერძნულ მითოლოგიაში ატლანტი – ტიტანები, რომლებსაც საკუთარ მხრებით ცა უჭირავთ. მათ საპატივცემულოდ ადამიანის ხერხემლის პირველ მალას ეწოდა მათი სახელი. რეალურად ჩვენი სხეულის ყველა სახსარი ადამიანის ორგანიზმის ატლანტია. სწორედ სახსრების ჯანმრთელობა მატებს ადამიანს მოძრაობის ხალისს და აძლევს საშუალებას მისდიოს ცხოვრების აქტიურ წესს.

მცენარეების კომპოზიცია გაერთიანებული Atlantea ჩაიში, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, გამორიცხავს სახსრების ქსოვილებში მარილების დაგროვებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აქტივობას. აქვს აღმდგენი ეფექტი რევმატიზმის, ხერხემლის ტკივილის და პოდაგრის დროს.

ვისთვის არის?
» ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.
» ვინც უფრთხილდება თირკმელების ჯანმრთელობას.
» ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.

უპირატესობა:
» ნაცნობი გემო: ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა.

» კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში: ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე – იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

» მაღალი ხარისხი: ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება.

» სწორი შეფუთვა: Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა:
ჩინური მწვანე ჩაი, ოქროწკეპლა (ბალახი), წყლის მარწყვა-ბალახი (ფესვი), მატიტელა (ბალახი), ბეგქონდარა (ბალახი), ლიმონი (კანი).
» მწვანე ჩაი ხელს უწყობს გულის მოქმედებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აქტივობას, ხსნის დეპრესიას და დაღლილობის შეგრძნებას. შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ანელებენ დაბერების პროცესებს. აუმჯობესებს კანის, სისხლძარღვების მდგომარეობას, ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას.
» ოქროწკეპლა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ასევე – კენჭების დასაშლელი საშუალება. გამოიყენება შარდში დიდი რაოდენობით ცილის შემდველობის დროს.
» ბეგქონდარა გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმებს, აუმჯობესებს გაზების გამოყოფას, ახდენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას.
» წყლის მარწყვა-ბალახი ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას, ასევე თირკმელებში და შარდის ბუშტში ქვების დასაშლელად. ხელს უწყობს ტოქსინების და ზედმეტი სითხის ეფექტურად მოცილებას.
» ლიმონი – ნატურალური არომატიზატორი და ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.
» მატიტელა შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ვიტამინებს. ასევე ამ მცენარის შემადგენლობაში შედის კაჟის მარილი, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალური ფონის დარეგულირებას უყობს ხელს.

გამოყენება:
» ერთ პაკეტს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი.
» შეგიძლიათ გემოვნებით შაქრის შემცვლელის, თაფლის, ლიმნის დამატება.
» გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული.