00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
00.00

თქვენი კალათა

დახურვა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მაღაზიაში დაბრუნება
ფასდაკლება!

მიუსლი – შოკოლადი

18.80

მიუსლი შოკოლადის მარცვლებით
პროტეინის მიუსლი – „ჭკვიანი“ და გემრიელი საუზმის ან ხემსის იდეალური ვარიანტი. მიუსლი შეიცავს სოიოს ფანტელებს B-Energy™ მცენარეული ცილის წყარო. ცილის და ნელი ნახშირწყლების სწორი კომბინაცია საუზმეზე დიდი ხნით შეგინარჩუნებთ დანაყრებულობის შეგრძნებას. გოგრის, სელის და ჩიას თესლები კი დაგეხმარებათ ორგანიზმის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მომარაგებაში.

 

» პრეზენტაცია

 

● წონა: 330 გრამი – 10 პორცია

 

● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »

ფასდაკლება!

მიუსლი – იდეალური საუზმე ან სასარგებლო ხემსი, მარტივი მომზადების წესით და მრავალფეროვანი გემოებით. მცენარეული პროტეინის მაღალი შემცველობა მოგგვრით დანაყრებულობის შეგრძნებას, მიღებული კალორიები კი მეტაბოლიზმის მოთხივნილებებს ხმარდება. მიუსლის ნატურალური მცენარეული კომპონენტები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და რეკომენდირებულია დიეტური, ვეგეტარიანული და საბავშვო კვებისთვის. პროდუქტი გემრიელია რძესთან, იოგურტთან და წვენთან კომბინაციაში.

ვისთვის არის?
➔ მათთვის, ვისაც სწორად კვება სურს.
➔ თანამედროვე და აქტიური ადამიანებისათვის.
➔ მათთვის ვისაც საუზმეზე რაიმე განსაკუთრებული სურს.

უპირატესობა:
» გემოთი მიღებული სიამოვნება: ხრაშუნა მარცვლეული შოკოლადის ნაწილაკებით – ნამდვილი სიამოვნებაა.
» სუპერფუდების ძალა თითოეულ პორციაში (ჩიას, სელის და გოგრის თესლები)
» შეიცავს სწორ ნახშირწყლებს, სასარგებლო ცხიმს და 31% ხარისხიან მცენარეულ ცილას.
» ახდენს სწორი საკვები ჩვევების ფორმირებას
» სოიოს მარცვლეული B-Energy – ეს არის 100% ნატურალური პროდუქტი, პროტეინის მცენარეული წყარო (სოიოს პროტეინი). პოპულარულია ვეგანებს და ვეგეტარიანელებს შორის. არ შეიცავს ლაქტოზას, რაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს მისი პათოლოგიური შეუწყნარებლობა. სოიოს ცილის გასუფთავების უმაღლესი ხარისხი აშორებს ანტი-ნუტრიენტებსა და ზედმეტ ცხიმებს – მიიღება დაბალანსებული ამინომჟავის შემადგენლობის პროდუქტი და უცხიმო მცენარეული ცილა იძენს მაღალ კვებითი ღირებულებას.
შვრიის მარცვლეული – ეს არის რთული ნახშირწყლები, დიეტური ბოჭკოები კუჭნაწლავის კარგი მოქმედებისთვის.
სიმინდის მარცვლეული – შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ვიტამინებს A, E, PP, H, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მდიდარია ამინომჟავებით. გლუტამინის მჟავა აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს ტვინში, აუმჯობესებს მეხსიერებას.
სუპერფუდები (ჩიას, სელის და გოგრის თესლები) – პროდუქტები სხეულისთვის მაღალი ბიოლოგიური ღირებულებით. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალიზებას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

შემადგენლობა:
» სოიოს ფანტელები B-Energy (სოიოს ფქვილი ტექსტურირებული) შვრიის მარცვლეული, დაშაქრული ანანასი (ანანასის ბირთვი, ლერწმის შაქარი, მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა, კონსერვანტი გოგირდის დიოქსიდი), ჰაეროვანი ბრინჯი (ბრინჯი, შაქარი, მარილი), სიმინდის ფანტელები (სიმინდის ქერქი, შაქარი, მარილი), ქოქოსის ჩირი, დაშაქრული ფორთოხალი (ფორთოხლის კანი, გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი, მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა, კონსერვანტები (კალიუმის სორბატი, გოგირდის დიოქსიდი), დაშაქრული პაპაია (ხმელი პაპაია, ბრინჯის ფქვილი), ქოქოსის, გოგრის თესლი, ჩიას თესლი, სელის თესლი, დაშაქრული მანგოს ხილი (გამომშრალი მანგო (მანგო, შაქარი, მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა, კონსერვანტი გოგირდის დიოქსიდი), ბრინჯის ფქვილი).
საკვები და ენერგეტიკული ღირებულება
100 გრამ მშრალ პროდუქტზე მშრალი პროდუქტის 1 ულუფაზე (30 გრ) % РСП*
ენერგეტიკული ღირებულება, კკალ/კლჯ 310 / 1 310 – 95 / 390 – 3,8
ცილები, გრ – 27,5 – 8,3 – 11
ცხიმები, გრ – 7,5 – 2,2 – 2,7
ნახშირწყლები, გრ – 32,5 – 9,7 – 2,7
საკვები ბოჭკო, გრ – 2,5 – 0,8 – 2,7

გამოყენება:
» 4 სუფრის კოვზი მიუსლი (30 გრ.) დაამატეთ სასურველი ინგრედიენტი: რძე, იოგურტი, მაწონი, კეფირი ან წვენი.
» ცალკეული პროდუქტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში მიუსლის მიღება რეკომენდირებული არ არის.