| ბლოგი

თუ მკაცრი დიეტების შემდეგ მოცილებული ზედმეტი კილოგრამები ისევ ბრუნდება, თუ მკაცრი დიეტები სასურველ შედეგს არ იძლევა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. ზუსტად ის თამაშობს მთავარ როლს წონის კონტროლში, ამიტომ საჭიროა ამ პროცესების მოწესრიგება და აჩქარება.
ნივთიერებათა ცვლა ან მეტაბოლიზმი არის ორგანიზმის ძირითადი პროცესი, ის ორგანიზმის ფუნქციონირების მთავარი მექანიზმია, ამიტომ მასში ნებისმიერი დარღვევა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ჭარბ წონას. ნივთიერებათა ცვლის პროცესი პასუხისმგებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავება-განაწილებაზე, მათგან ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მიღებაზე.
ცილები უჯრედებისთვის ქმნიან საშენ მასალას, ცხიმები და ნახშირწყლები არეგულირებენ ორგანიზმში ენერგეტიკულ ბალანსს. ამ პროცესისთვის ასევე აუცილებელია მინერალები და ვიტამინები, რომლებიც აუმჯობესებენ შიდა ორგანოების მუშაობას.
ნივთიერებათა ცვლა იყოფა ორ ერთმანეთზე დამოკიდებულ ნაწილად: დისიმილაცია – ორგანიზმში მოხვედრილი საკვები ნივთიერებების დაშლა. ასიმილაცია – მათ საფუძველზე ახალი ელემენტების წარმოქმნა და ათვისება.
ორივე მოქმედება პარარელურად და ეტაპობრივად ვითარდება:

  1. საკვებიდან ვიტამინების, საკვები და მინერალური ნივთიერებების მიღება.
  2. აუცილებელი ელემენტების საჭირო რაოდენობით ათვისება.
  3. ნივთიერებების გადანაწილება და მათი სრული გადამუშავება.
  4. ზედმეტი და ნარჩენი პროდუქტების გამოდევნა.
    ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მეტაბოლიზმი აუცილებელი პროცესია. მის მუშაობაზე დამოკიდებულია უჯრედების უსაფრთხოება, პრაქტიკულად ყველა ქიმიური პროცესი და მისი შედეგი. ყველა აუცილებელი ნივთიერება ორგანიზმში ხვდება საკვებიდან. ყველა ეს პროცესი მჭიდროდ არის დამოკიდებული ერთმანეთთან და შემდეგი სახით მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე:
  • კვებავს უჯრედებს.
  • აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს.
  • აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს.
  • აძლიერებს იმუნიტეტს.
  • აბალანსებს საკვებ მომნელებელ სისტემას.
  • აკონტროლებს სხეულის მასას.
    როგორ მოვაწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი?
    მნიშვნელოვანია საკვები რაციონიდან გამოირიცხოს მავნე პროდუქტები. დღის განმავლობაში სასურველია 5ჯერ მცირე ულუფებით მიირთვათ საკვები.
    დიეტოლოგები ერთხმად თანხმდებიან რომ სხეულის იდეალური ფორმა ასევე დამოკიდებულია ჯანსაღ ძილზე, როცა სხეული ისვენებს უჯრედები საკვები ნივთიერებებით ივსება და ახლდება, შედეგად ორგანიზმი მაქსიმალურად დაცულია სხვადასხვა დაავადებებისგან, ჭარბი წონისგან და ნაადრევი დაბერებისგან.
    წყალი ნივთირებათა ცვლის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების და შლაკების გამოდევნაში. ამისთვის საჭიროა დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხის მიღება, გაზირებული წყალი, ყავა და წვენები სითხეებში არ ითვლება. სითხის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადატვირთვა.
    ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად სასურველია რეგულარული სპორტული აქტივობები. ფიზიკური აქტიურობის დროს უჯრედები სწრაფად ივსება ჟანგბადით შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
    რეგულარული მასაჟის კურსი კიდევ ერთი სასარგებლო საშუალებაა ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. პროცედურის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და აქტიურდება კუნთები, ასევე გამოიდევნება ტოქსინები და ზედმეტი სითხე, ეს ყველაფერი ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი მასის მოშორებაში.
    ორთქლის აბაზანები აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, ასევე ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, შლაკებს და ტოქსინებს, წმენდს ორგანიზმის უჯრედებს.
    როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სამუშაო გრაფიკი კვირის ბოლოს აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის და ორგანიზმს საშუალება უნდა მისცეთ რომ აღიდგინოს დაკარგული ძალები. სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე გასვლა ეს ორგანიზმის უჯრედებს სუფთა ჟანგბადით გამოკვებავს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას ააჩქარებს.
    ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად აუცილებელია იმ საკვები ნივთიერებების მიღება რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას:
  • ცილები ამერიკელი მეცნიერების კვლევების თანახმად ორგანიზმში ცილების დახმარებით ორმაგად აქტიურდება კალორიების წვის პროცესი, ამისათვის საჭიროა ცილების შემცველი საკვების მიღება.
  • ნახშირწყლები ეს აუცილებელი ნივთიერება სისხლში აკონტროლებს ინსულინის დონეს, თუ ინსულინის დონე ნორმაშია ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად იზრდება.
  • მცენარეული კერძები მრავალრიცხოვანმა ექსპერინტებმა დაამტკიცა რომ, ნივთიერებათა ცვლა ვეგეტარიანელებს გაცილებით უკეთესად აქვთ მოწესრიგებული. მათთვის ვინც ხორცის პროდუქტებითაც იკვებება მათ რაციონში მცენარეული საკვები 70%-ს უნდა შეადგენდეს. განსაკუთრებით ხილი რომლის შემცველი მჟავებიც დადებითად მოქმედებს წონის კლების პროცესზე. საკვებმომნელებელ სისტემის მუშაობას გააუმჯობესებს გრეიფრუტი და ლიმონი.
  • ცხიმოვანი მჟავები მოცემული ნივთიერებები მიმართულია ჰორმონი ლეპტინის რეგულირებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარეზე. ამის გარდა ცხიმოვანი მჟავები ნორმის ფარგლებში წვავენ ცხიმებს. ამიტომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ზღვის პროდუქტები, ბროკოლი, ლობიო და თხილეული.
  • B ჯგუფის ვიტამინები B ჯგუფის ვიტამინები ეფექტურად მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე. მათ ვისაც წონაში კლება უნდათ საკვებს უნდა დაამატონ უცხიმო ხორცი, თევზი და კვერცხი.
  • ფოლიუმის მჟავა(ვიტამინი B9) ეს ნივთიერება არა მხოლოდ ზრდის ნივთიერებათა ცვლას, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და ზედმეტ სითხეს. ფოლიუმის მჟავას(ვიტამინი B9) შეიცავს ღვიძლი, კვერცხი და ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი.
  • კალციუმი ბრიტანელი მეცნიერების კვლევებმა უჩვენა რომ, ის კატეგორია რომელიც დიდი რაოდენობით იღებდნენ კალციუმს ორჯერ სწრაფად გათავისუფლდა ზედმეტი წონისგან. მოცემულ ნივთიერებას შეიცავს რძის პროდუქტები და კვერცხის გული.
  • იოდი ეს ნივთიერება აჩქარებს მეტაბოლიზმს რაც ორგანიზმს ეხმარება ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში და აუმჯობესებს საკვების მონელებას.
    ნივთიერებათა ცვლა არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვებ-მომნელებელ სისტემას, ასევე წონაში კლების საშუალებას იძლევა და სწორი კვების შემთხვევაში სხეულს უნარჩუნებს სასურველ ფორმას და მასას.