| ბლოგი

თანამედროვე ადამიანის სწრაფვა ჯანსაღი ცხოვრების სტილის და სასარგებლო საკვები პროდუქტების მიმართ წლიდან წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ეს სრულიად გასაგები და ლოგიკურია. თანამედროვე ადამიანს ავადმყოფობის დრო არ აქვს. იმისათვის რომ დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა და მუდამ ფორმაში იყო აუცილებლად საჭიროა ფიზიკური აქტიურობა და კვება, საკვები აუცილებლად უნდა იყოს ფუნქციური.

საკვებმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის განვითარება და მისი ყველა ორგანოს სრულყოფილი ფუნქციონირება. ასეთმა კვებამ მიიღო სახელწოდება: “ფუნქციური კვება”.

წარმოიშვა მცნება “ფუნქციური საკვები” და “ფუნქციური კვება”, რომლებიც ორგანიზმზე კონკრეტულად მოქმედებენ. აღმოჩნდა რომ არის პროდუქტები რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს, აუმჯობესებენ საკვების გადამუშავებას, იცავენ დაავადებებისგან, აკონტროლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ა.შ მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მსოფლიოში #1 ფუნქციური საკვები Energy Diet Smart

ფუნქციური კვება – “წინ წარსულში”! “ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია.” ჰიპოკრატე ამბობდა: “საკვები უნდა იყოს წამალი, წამალი კი საკვები”. საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა პროდუქტების მოქმედების უნარს.

ფუნქციური საკვები უნდა შეიცავდეს: პროტეინებს, ამინომჟავებს, პეპტიდებს, ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს, ანტიოქსიდანტებს და სასიცოცხლოდ აუცილებელ სხვა ნივთიერებებს, რომლებისგანაც დიდი ხნის წინ გამოიფიტა ყველა საკვები პროდუქტი. 21 საუკუნის ადამიანი მიხვდა რომ რაფინირებული პროდუქტი – ეს მხოლოდ ცხიმ-ნახშირწლების შემცველია და გარდა ზიანისა მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.

ფუნქციურ საკვებს უნდა ჰქონდეს შემდეგი თვისებები: ანტიკანცეროგენული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ქოლესტერინის მარეგულირებელი, ანტისიმსივნური და სხვა მრავალი სასარგებლო თვისება.

ბუნებაში არსებული ყველა საკვები პროდუქტი ფუნქციურია, ეფექტურად არეგულირებენ სისხლის წნევას, აძლიერებენ ორგანიზმის თვითდაცვის ფუნქციას, აახალგაზრდავებენ ორგანიზმს და ორგანიზმისთვის სხვა უამრავი სასარგებლო თვისებები გააჩნიათ. იმისათვის რომ ფუნქციური პროდუქტებიდან სარგებელი მივიღოთ, უნდა შევწყვიტოთ მათი გამოფიტვა. დაბინძურებული ჰაერი, წყალი და ნიადაგი საგრძნობლად ამცირებს საკვებ პროდუქტებში გამაჯანსაღბელ თვისებებს.