Phyto Tea Lux
Original price was: 28.00₾.16.00GELCurrent price is: 16.00₾.
ორგანიზმის გამწმენდი ჩაი
ფიტოჩაი Lux – წონის კორექციის კომპლექსური პროგრამის შეუცვლელი დამხმარეა. სასმელი ხელს უწყობს ორგანიზმიდან და კუჭნაწლავიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, აღადგენს კუჭნაწლავის, თირკმელების ნორმალურ მოქმედებას. ერგონომიული ფორმა ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს.
● ყუთში არის 20 პირამიდა – თითოეული 2 გრამი
● სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ « აღწერა »
Phyto Tea Lux
ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია რეგულაურად განთავისუფლდეს დაგროვილი შლაკისგან: ეს ხელს უწყობს უჯრედული პროცესების აქტივობას, რაც ნიშნავს – ახალგაზრდობის გახანგრძლივებას.
ორგანიზმის გასუფთავება, გაწმენდა კუჭიდან უნდა დაიწყოს. მისი დაბინძურება მინერალური ნივთიერებების ათვისებას უშლის ხელს, ორგანიზმში გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს უკმარისობას, დაღლილობას და სისუსტეს.
ძირტკბილა ჩაის შემადგენლობაში აუმჯობესებს კუჭის ადგილობრივ იმუნიტეტს, კვლიავი კი ხელს უშლის გაზების წარმოქმნას, ამიტომ ორგანიზმი ჩაის კარგად ითვისებს.
ორგანიზმის გამწმენდი ჩაი LUX ხელს უწყობს კუჭიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას და ორგანიზმის კომპლექსურ დასუფთავებას. აქვს სწრაფი ეფექტი.
ფიტოჩაი Lux ვისთვის არის?
» ვისაც უყვარს სასარგებლო და გემრიელი ჩაი.
» ვინც უფრთხილდება ჯანმრთელობა – ს.
» ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.
ფიტოჩაი Lux უპირატესობა:
» ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა.
» კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე – იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.
» მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება.
» სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.
შემადგენლობა:
ჩინური მწვანე ჩაი, ალექსანდრიული ფოთოლი (ფოთოლი), ძირტკბილა (ფესვი), მატიტელა (ბალახი), კვლიავი (თესლები), ოქროწკეპლა (ბალახი), ხეჭრელი.
» მწვანე ჩაი ხელს უწყობს გულის მოქმედებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აქტივობას, ხსნის დეპრესიას და დაღლილობის შეგრძნებას. შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ანელებენ დაბერების პროცესებს. აუმჯობესებს კანის, სისხლძარღვების მდგომარეობას, ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას.
» ხეჭრელი აქვს მომნელებელი ეფექტი. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შეკრულობის, ბუასილსის, ღვიძლის სიმსივნის, ცხელების, მუცლის ტკივილის დროს.
» ალექსანდრიული ფოთოლი გამოიყენება ბუასილის და შეკრულობის დრო. ორგანიზმი ადვილად ითვისებს, არ აღიზიანებს კუჭს.
» ოქროწკეპლა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ასევე – კენჭების დასაშლელი საშუალება. გამოიყენება შარდში დიდი რაოდენობით ცილის შემდველობის დროს.
» მატიტელა შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ვიტამინებს. ასევე ამ მცენარის შემადგენლობაში შედის კაჟის მარილი, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალური ფონის დარეგულირებას უყობს ხელს.
გამოყენება:
» ერთ პაკეტს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი.
» შეგიძლიათ გემოვნებით შაქრის შემცვლელის, თაფლის, ლიმნის დამატება.
» გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული.